პროექტის დაგაგმვის პერიოდში მნიშვნელოვანია აქტივობების თანმიმდევრობის გათვალისწინება. დასაწყისში საჭიროა მოსწავლის გამოწვევა და დაინტერესება, მათი შესაძლებლობების გათვალისწინება. დასაწყისშივე უნდა შევარჩიო შესაფერისი რესურსები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები საჭიროა მოსწავლის დაინტერესებისთვის, ეძებონ პასუხები საინტერესო კითხვებზე. უვითარებს დამოუკიდებლად სწავლის უნარს.
შეკითხვების დასმა ხელს უწყობს სწავლის პროცესს და უფრო მეტი შეკითხვის დასმისკენ უბიძგებს.
მეორე დღეს ვიმუშავე პუბლიკაციის შექმნაზე. პუბლიკაცია ეხმარება მოსწავლეებს საკითხის სიღრმისეულ შესწავლაში,საკითხის გაგება-გააზრებაში. უვითარებს საკუთარი თავისადმი რწმენას, აჩვევს სწავლისადმი დადებით დამოკიდებულებას.
სანამ პროექტს დავიწყებ ვქმნი მშობლებისთვის პუბლიკაციას, რაც ეხმარება მშობლებს საკითხის უკეთ გარკვევაში.